|
(ფონეტიკური შტუდია. ეძღვნება პ. ი-ს ხსოვნას)
მხოლოდ ერთი ასოთი, ერთადერთი ასოთი არი განსხვავებული აზატი და აზოტი: ფინელი და ფანელი: ხახოლი და ხახული, ისე, როგორც შიბი და შუბი წვერწამახული;
სახელი და სახელო; ორდენი და ორდერი; ტარანი და ტირანი; ირანი და ურანი; მარანი და მერანი; ყორანი და ყურანი;
იოგი და იობი; ერესი და არესი; ოი, როგორ გიყვარდა ტრაპეზუნის თუთუნი, გოგოებში არშიყი - მხრებზე ხელის თათუნი...
არი განსხვავებული ასეთი და ას ათი... რა იცოდი, ქართული ჯიშის თეთრო მამალო, უნდა თურმე ვნებები მონდომებით მიმალო!
(როგორც ერთ დროს ხევსურთა სტუმარ-მწერალს - წაწალის)... შენ ას ათი წიწილის უშურველო მამილო, წალდით თავის წაწყვეტას ელოდები, მამალო!
მაგრამ გამთენებელი მოუკვდება მამალი! დაობლდება - შექმნილი ერთადერთი ასოთი - ოცნაირი წიწილა! - შვილი შენი: ას ათი... |
| პოეზიის გვერდი • • • |


