კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 10:53

 

მთარგმნელი: გიორგი კახიშვილი

 

დაღონებულხარ. მძიმე სულს თითქოს

უარყოფილი ოცნება ერთვის,

მაგრამ, რაც უფრო წყვდიადი გიპყრობს,

მით უფრო მიმზიდველი ხარ ჩემთვის.


ბინძურ ღამეთა წყება, დალევა,

სიზმრის თუ ცხადის გირჩენს იარებს,

მაგრამ ტანჯულმა მწვანე თვალებმა,

ჩანს, ხსნას ღვინოშიც ვეღარ მიაგნეს.


და გული ითხოვს სწრაფ სიკვდილს, რომ სულ

დაეხსნას უღელს მძიმე ბედ-იღბლის.

ვინ იცის, ქარი ჩემამდე მოსულ

შენს მერამდენე მუდარას ითვლის…


მე დაბრუნებას გავბედავ როგორ?

სამშობლოს ზეცის მაქვს განაჩენი…

მე გაგიხსენო - ეს ძალმიძს მხოლოდ,

შენ არ გაბედო ხსენება ჩემი!


როგორ ვილოცო უფალთან შენთვის?!

იზრდება მოკლულ იმედთა რიგი…

მე ტრფობის იმგვარ მძაფრ ცეცხლში ვიწვი,

შენც ვერ შეძელი ჩაგექრო იგი!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen