|
შემომეხვია მრუში მაისი და თბილ უბეში გამითავისა, ვერ გაიტანა მაინც თავისი, რას მიხვდებოდა სურვილს ქალისას...
როგორც ნაზამთრი ბუერის ტოტი, გულმა უჩემოდ აიღო გეში და აედევნა შენეულ მოტივს.
წინ გაწვდილ მკლავებს მიკოცნის ბაგე, ავსებული მაქვს ალერსით პეშვი და სიყვარულის გოლგოთას ვაგებ.
ვარდისფერ ღრუბელს წააგავს სერი, ან შენი მხრების სურნელი შემშლის, ან ბუერების აზიზი ფერი... |


