|
გაუმარჯოს, ერთდროულად ორთავ პალატაში ვისაც ერთხმად ირჩევდნენ ადიდებდნენ! (ტაში!). ვისაც მთელი პარტერი და მთელი ბელეტაჟი და ხუთივე იარუსი ტაშს უკრავდა! (ტაში!). ვისაც ახლა რადიო-და ტელე-რეპორტაჟი სამარეშიც არ ასვენებს, არ აყენებს! (ტაში!). იმ სიმართლეს, ამ სიმართლეს გულის ცხრაკლიტულში გაუმარჯოს! გაუ (ტაში!) მარჯოს (ტაში!)! ტუში! |
| პოეზიის გვერდი • • • |


