კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 09:17

 

მე ვინატრებდი შენს სიყვარულს, ალალს და ძლიერს.

და მთვრალ თვალებში გავხედნიდი დემონთა რემას,

მერე ავშარას ამოვდებდი ამ გრძნობებს, წიე...


დავარწყულებდი წითელ ხარებს რუხაძის წყალთან,

ხელს ავუქნევდი ეზოს ბოლოს მოფრენილ ჭილყვავს,

წუთით პირისპირ დავრჩებოდი საკუთარ თავთან...


ვინ იფიქრებდა, თავად მაცდურს, საცდურით მძლიე,

თვით ზეციერი უყურებდა სულ-ხორცის გვემას,

შეგავედრებდი იმ ზეციერს, ჩურჩულით, წიე...


აპეურიდან გამოვხსნიდი გაპოხილ ბაწარს,

გავუსწორებდი მობრეცილ ფეხს სავახშმე ტაბლას

და მსუყე წერტილს დავუსვამდი ამქვეყნად წანწალს...


თეთრი გუგები შეიშრობდნენ სურვილებს მშიერს,

შემოამტვრევდა კარის ურდულს კივილით ქარი

და ცივ ბაგეებს ააცლიდა შენს სახელს, წიე...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მანანა ფრუიძე  • • •   მანანა ფრუიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen