|
ჯერ კიდევ ბავშვმა გავშალე წიგნი, გავშალე წიგნი, ჩავხედე მშვიდად. ვნახე, გრიგალი ლურჯი ყდის შიგნით მთაწმინდის მთვარის ნაკვალევს შლიდა.
ვით გუგუნებდა მოჯრილ კარებთან, წამომდგარიყო ქარი პირველი და პირველ დროშას მოაქანებდა.
აქრობდა თეთრი სინათლის ხაზებს. ციოდა, თუმცა მზე სისხლიანი ორლესულივით ეკიდა ცაზე.
ნაუცბათევი სიკვდილი ახლდა. ახლა გახედე მთაწმინდას, ისანს, ან მადათოვი იცანი ახლა.
როგორ ავსებდა ცრემლების ჩქერი. მდინარეს შავი მოჰქონდა კუბო და შიგ დიდება ესვენა ჩვენი.
რა შავი სალტით შემორკინული, თუ სულში ჰყინავს, უფროა ძნელი, როდესაც სულში დნება ყინული.
ყველა მზეებზე უფრო უზადო… დაე, პოეტის საყვარელ სახელს მხოლოდ გვირგვინმა უმუზარადოს.
ვინც სიბნელეში გრიგალს შეება, შარიშურობდნენ სამარადისოდ გადარჩენილი ალვის ხეები,
ცას ალისფერი შუქით აღებდნენ, კვლავ გეხვეოდნენ ლექსთა მკლავები და პატრონობას შეგღაღადებდნენ. |


