კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 15:25

 

რაღაცა მოხდა

იდუმალი, გაუგებარი...

რაღაცა მოხდა...

გაიბზარა რაღაც ჩვენს შორის

და ყოველ ღამე

სიზმრად მესმის ყვირილი ჭოტის,

ასე მგონია,

ფეხაკრებით ვიღაცა მოდის...

ვიღაცა მოდის...

ვიღაცა მოდის...

ვიღაცა მოდის...

მესამე მოდის...

მოდის კანონი კანონის ძალით

მისი სახელით.

მოდის ცივი და მოდის თავხედი,

მოდის და მოდის...

მოდის და მოდის...

სადა და როდის,

სად გავიგონე

მე პირველად კივილი ჭოტის?!

ვიღაცა მოდის...

ვიღაცა მოდის...

ვიღაცა მოდის...

უცხო, ზედმეტი...

რაღაცა ხდება გაუგებარი

და ითელება გული მგზნებარე

კანონის ძალით.

კანონს მიჰყვება მორჩილი ქალი,

მე ვდგავარ მთვრალი,

როგორც ყოველთვის,

სუნი დგას მძორის...

რაღაცა მოხდა...

გაიბზარა რაღაც ჩვენს შორის.


ვიღაცა მოდის...

ვიღაცა მოდის...

მე ისევ მესმის კივილი ჭოტის!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პეტრე გრუზინსკი  • • •   პეტრე გრუზინსკის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen