კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 19:47

 

წრიალებს სული, რა სურს ნეტავ,

რომ ვერ გავიგე,

იქნება უნდა

შეუერთდეს არსთაგამრიგეს,

მას უზესთაესს, შეერიოს,

ვით სხივი მკრთალი,

სულის ნათელი,

დაბლა დარჩეს ხორცი და ძვალი?


არ ვიცი, არა

გაფიქრებაც მთრგუნავს და მზარავს

და ვფერმკრთალდები, ვით სიზმარში

დილის არილი,

ხილვანი ჩემნი გამჭვირვალე ზამბახებს გვანან.

და თოვლში ვდგავარ -

დაღლილი და პატივაყრილი...


ბარდნის და ბარდნის,

მოდის თოვლის ფანტელი თეთრი,

მოდის თოვლი და თითქოს მესმის -

- შორსაა ღმერთი!

არ მსიამოვნებს ამ სიტყვების

ჩქამის გაღებაც

- მე თვითაც ვიცი! -

ვამბობ ჩუმად...

ირგვლივ ღამდება.


ღამდება სულში, სულის გარეთ,

ყველგან ღამდება,

ღამდება, მაგრამ

ის ტკივილი არ მიამდება.

და ისევ მესმის დამცინავად:

- შორსაა ღმერთი!

და ეს სიტყვები მკაწრავს, როგორც

გვირგვინი ეკლის.


და სისხლი დამდის,

მოთქრიალებს, სისხლი, ფიცხელი,

ვიღაც კი ამბობს -

- არვინ მოვა, არვინ გიშველის!

და მე ვიცინი,

(თითქოს რისმე მეთხოვნოს შველა!),

ცივსა და ამაყს,

გადაქცეულს კაციდან - მგელად!


ამიხდა წყევლა -

სატანჯველადი მექცა საწუთრო,

შენი ჯერია, სულო, -

ტანჯვის ალში ნაწურთნო!

შენი ჯერია, შენ კი

მგონი, - მღალატობ შენაც!

ნუთუ ვერ ჩაჰკალ, შენივ არსში

წყენა იმაზედ,

რომ ჯერ ადრეა

ქცევა ცივ და ლამაზ სინათლედ.


ჯერ არ გეძახის,

არ მოგელის სამყარო ზენა!

შენ უნდა იქცე

ახლა ქვად და ლოდებად კლდისად!

უნდა იწოდე!

მაგალითი აჩვენე წვისა!

მიწიერიც ხარ, დიახ, მაგრამ

ამავ დროს -

ცისაც!


შენ უნდა იქცე

ახლა ქვად და ლოდებად კლდისად!

მერე, როსმე თუ

დაინგრევი და დაიშლები,

თუ შევირყევი,

გავშლეგდები და გავგიჟდები,

შენს ნანგრევებზე ამოსული იასამანი

სიმშვიდის მწყურვალთ

უფლისაკენ გზას მიასწავლის!


სიმშვიდის მსურველთ,

თუმცა იმის ვერსად მპოვნელთა,

გლახაკთა, ბრმათა, ყარიბთა და

მწირთა ყოველთა!

ჰოი, უფალო! შემწედ გვექმენ!

აჰა, ვემთხვიოთ

შენს ფერხთა მტვერთა,

ვინც ტანჯვაში შევივერცხლენით!

ვისაც სიყრმიდან აგვერია

ცისკენ მავალი, -

გზა,

ვისაც ასე გაგვიმწარდა

სვე, მომავალი!


ქარი კი მოთქვამს,

მოთქვამს ქარი შეშლილ ქალივით,

მიდის ქუჩაში მღვრიე წყალი

ნიაღვარივით!

თან ქუხს და ელავს,

ზეცას აპობს უფლის მახვილი,

ვდგევარ უფლისკენ

ვედრებით მაქვს მკლავნი აწვდილი!


შეუცნობლობა

ამქვეყნიურ არყოფნა-ყოფნის

აღარ ასვენებს სულს,

რომელსაც მცირედიც ყოფნის,

რათა, უარყოს კანონები

უგვანნ ბრბოისა

იყოს გამსწრები

არსებული ჟამის, დროისა...


და ტირის ქარი, ისე ტირის,

როგორც ეული

ბავშვი,

ქუჩაში უპატრონო მიტოვებული!

მე კი, მე რა ვქნა.

ბოროტებით ფრთებდალეწილმა,

უარმყოფელმა, ამა სოფლის, ამა ქვეყნისამ,

სად ვპოვო ვანი

აბორგებულ, მშეოთვარ სულისა,

როცა ჩამესმის ზარის რეკვა -

დასასრულისა!


დასასრულისა და ამავ დროს

ახლის საწყისის,

და თითქოს ვბოდავ,

ამ სიახლეს ისე განვიცდი!

ებოდავ, ვით სადღაც,

ტრიალ ველზე შლეგი ქადაგი,

დიდი ხანია, შხამიანი

შევსვი ბადაგი!


ვერ მიმკურნალებს აწ ვერავინ

სიკვდილის გარდა,

რაც მიმკითხავეს ბავშვობაში,

ყოველი ახდა!

და მეც ვტირივარ

იმ ბალღივით და იმ ქარივით,

წვიმა კი მოდის

მოდის წვიმა ნიაღვარივით!


შემშალეს ცოფის ღვართქაფებმა

კოკისპირულმა

და გააფთრებამ სათნოების ჭერი აგლიჯა

ჩემზე მრავალი ქირქილებდა -

მგონი გაგიჟდა!

დიახ, გავგიჟდი

მათსავით კი არ წავბილწულვარ!

სიშლეგე ჩემი

კუთხე-კუნჭულ არ იმალება,

სიხლეე ჩემი

ამ სტრიქონთა არს ბრწყინვალება!


მოდის და მოქუხს,

მაოგორებს ტალღებს ვეებას,

არ ითხოვს არრას -

არც სასჯელს და არც მიტევებას!

დაჰქროლე!

უფრო მაგრად დაჰქროლე

ქარო,

ოღონდაც ნუღარ დამიშლი დავტკბე

მრისხანე ცეცხლის ქარიშხლით

და ძირს არასდროს აღარ დავუშვა

დროშა - ამ ცათა წყრომა – ქარბუქმაც,

რომ ვერ შეახო თავის ტორები!


ხილვანი, მე რომ ვხედავ ყოველღამ,

ამაოების მწვანე კედლებზე,

მდევენ ყოველგან,

მდევენ ყოველგან,

თვითვე მოდიან,

თვითვე მეძებენ!

რატომ ვეცადო განმარტოებას!

აზრი არა აქვს

ფიქრსაც კი მასზე,

ხომ სულ ერთია -

ხალხში თუ მარტო,

შევსვამ ფიალას,

სიმწარით სავსეს!


შვესვამ და წავალ ქარში სიმღერით,

ამაოებას ბადაგით მთვრალი,

გზაზე შემხვდება ქალი ცისფერი,

გზაზე შემხვდება ცისფერი ქალი...

შევავლებთ ერთურთს მზერას დუმილით.

მერე კი წავალთ

სხვადასხვა გზებით,

გზაზე ნაფლეთი დარჩება სევდის,

იმ ქვეყნისაკენ მიმავალ გზაზე...

ო, ამოუცნობ ჭეშმარიტების

გზადაბურდული ლაბირინთები!


დიდი ხანია აქ დაწრიალებს

პოეტის სული

და თუმც იმედი დაკარგა უკვე

გარეთ გასვლისა,

მაინც დაეძებს, ხელის ცეცებით,

რაც უნდა იგრძნო, უნდა აღიქვა,

(ხოლო ხელი კი ვერ შეეხები!)...


ვწერ ამას, ვწერ და სისხლის შხეფები

რჩება ფურცელზე, როგორც იები,

მე სუნთქვა მიჭირს,

ო, სუნთქვა მიჭირს,

ვგრძნობ - ვბოლოვდები

და ვიძირები...

სულის სიღრმეში,

აღარ მაქვს ძალა ამოსვლის მაღლა,

მე - განბანილი ცისფერ წვიმებში

ვდგავარ და ვგრძნობ რომ

სიზმარი ახდა...


სიზმრად კი ვნახე პირქუში დილა,

აწვიმდა ბაღებს ცოფით და რისხვით,

ისე ღელავდა მთელი სამყარო, -

როგორც ქაოსი პირველად ქმნის წინ...

და ამ ქაოსში ისმოდა ჩუმი

და თან ჟღერადი ხმები მკაფიო

და ამოხეთქილს ცაზე დაფიონს

ეწვეთებოდა ცრემლები უფლის.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen