|
ერთხელ ვაჟმა ქალს გაანდო ეს სიტყვები სიხარულით: "არვის უთხრა რომ მიყვარხარ, - გწამდეს ჩემი სიყვარული!”
შეინახავ დიდხანს განა? აქეთ ეცა, იქით ეცა, ვერვინ ნახა იმისთანა,
სატრფოსაგან ჩუმად თქმული: "არვის უთხრა რომ მიყვარხარ, - გწამდეს ჩემი სიყვარული!”
ჩამოხმა და დაინავლა, აიჩემა მარტოდ ყოფნა, დღენიადაგ ტყეში დავლა.
შიგ ჩასძახა, მიახარა: "მას ვუყვარვარ! მას ვუყვარვარ!” სთქვა და მიწა მიაყარა.
სადაც ქალმა ხმა ჩასძახა, - ამოვიდა ლერწმის ღერო… და როდესაც მწყემსმა ნახა
მოშრიალე მინდორ-ველად - გაეშურა ლერწამისკენ მოსატეხად, მოსაჭრელად...
გამოთალა სალამური, დაუკრა და ხმა გამოსცა სანეტარო, საამური.
ლერწმის ტუჩში მიფარული: "არვის უთხრა, რომ მიყვარხარ გწამდეს შემი სიყვარული!”
თუ ჰანგი აქვს ასე ტკბილი - სიყვარულის საიდუმლო მის ხმაშია ჩანასკვილი. |
| პოეზიის გვერდი • • • |


