|
მე მახსოვს შენი ქუჩებში გავლა, ხალხი ღიმილით შემოგცქეროდა, თავაწეული, ქცეული ნავლად, გადმოგვყურებდი წამწამთ ჩეროდან.
გეცრემლებოდა მეორე თვალი, ალბათ, გსერავდა მამულის სევდა, აწმყო, წარსული და მომავალი.
მარგალიტები მწკრივად, წყობისად, შენ დადიოდი, როგორც უარი თვითმპყრობელობის ბატონობისა.
ძალამ შეიპყრო ერი ჩაგრული, როცა ჩუდეცკის ლაღიაშვილმა ოსური ხანჯლით გაუპო გული.
ჩვენი სამშობლო ქვეყნის დიდება, ჩვენთვის უცხოა დღეს ცრემლის ცვარი თუნდ დაიწინწკლოს მარგალიტებად!
ძველი ქვეყანა დაასამარა, შენგნით აფრენილ მძლე შევარდენმა ცაში ირაოდ შეჰკრა კამარა.
ის ხალხის გულში ასობით ბუდობს; ის დააშუშებს ქართლის იარას - შენს აცრემლებულ თვალის ქუთუთოს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


