კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 22:41

 

ნუთუ აღარა ხარ უკვე არსად,

მიწა დასტოვე და ცადა ხარ...

ხშირადა ვხედავ სანჩო-პანსას,

შენ კი, ლამანჩელო, სადა ხარ?


სადა ხარ უბადლო ტრუბადურო,

გზას სად გაჰყოლიხარ საგვიანოს?

ქვეყანას რაზე დაემდურე

რაინდო მწუხარე სახიანო...


სანჩო კარგად უვლის გუბერნიას,

რომ არ გადასუქდეს - მარხულობს;

რბილი ქვეშაგები უფენია,

ვირს ზოოპარკშიღა ნახულობს...


ძალზედ შეცვლილია დულსინეა,

მილეულ სანთელივით პარპალობს,

თვალები აღარ უცინიან,

გზისკენ იყურება, საბრალო...


სუსტთა და უმწეოთ რა ვუშველო,

ურწმუნო როგორ დავაჯერო?..

ქვეყანამ მოიწყინა უშენოდ,

სადა ხარ, მწუხარე ლამანჩელო?!.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen