კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 06:40

 

მე მარტო არ ვარ.

არც არავინ ყოფილა დღემდე.

სულ ტყუილია, პოეტები აზვიადებენ.

მარტო რომ იყო,

მეფე უნდა იყო ან ღმერთი...

გაღებულია ოთხივე კარი

და დრო სამივე, როგორც პირქარი -

დაძენძილ ღრუბლებს ოთხივე მხრიდან მოერეკება.


მე მარტო არ ვარ.

ჯვარი მწერია.

მილიონიან ჩემი ქალაქის 

მხუთავი კვამლით გაჟღენთილ ჰაერს

ჩემთვის ძვირფასი და საყვარელი

იმდენი კაცის ფილტვები სუნთქავს -

რომ სრულიად საკმარისია პათეტიკურად განვაცხადო:

მე მარტო არ ვარ!


დაქცეულია ბროლის კოშკები.

უკანასკნელი მზეთუნახავი

კარგა ხანია,

დღისით, მზისით,

ცისა და მიწის თანდასწრებით

თავის უფლისწულს

ყელზე ურცხვად ჩამოეკიდა.

 

იმ მარტოობას -

კაცი რომ კაცის გვერდითაა 

და მაინც მარტოა -

სხვა სახელი გამოვუძებნეთ:

გაუცხოვება...

მაგრამ მას

"სოფლის სიამენი აღარ ელტვიან" -

როგორც უწინ...


ცეცხლი კვლავ ღვივის,

მაგრამ ის ცეცხლი

სხეულს ათბობს -

სულს კი ახლოს არ ეკარება.


გამოვიცვალეთ სამოსელი.

ჩვენ მარტო არ ვართ.

ჩვენ ცალცალკე ვართ,

ვით ლოდები მომწყდარნი კლდიდან,

დაბლა, უძირო ხეობისკენ დაქანებულნი...


ჩვენ მარტო არ ვართ.

არც არავინ ყოფილა დღემდე.

სულ ტყუილია პოეტები აზვიადებენ!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen