კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 00:32

 

ნატო ვაჩნაძეს

 

შავ თვალებში ცეცხლი, ფიქრთა მლამბავი,

ეშხით აპობს ბაგეს შეუდარებელს, -

მე რომ ვიცი ჩემი გულის ამბავი,

ვერ დაგტოვებ, კარგო, შეუყვარებელს!


ვერ გავიგე, ეს რა ხდება: შენი მზით

რად განათდა ჩემთვის მთელი ქვეყანა?

ჩემი გზა რად შემოვფარგლე შენი გზით,

სადაც წავალ, შენ რად გხვდები ყველგანა?


სადაც წავალ, ფიქრი რატომ მაძალებს,

დავინახო შენი ბაღის სარკმელი;

რატომ ვიკრებ სურვილებსა და ძალებს,

რომ გაგანდო საიდუმლო სათქმელი?


ეგ წარბები - მონღოლური მშვილდები,

ისრებს რატომ მიმიზნებენ მკაცრადა?

ეხ, ჯანდაბას, გულს ვერ გავუფრთხილდები, -

დაე, იგი იქცეს შენთვის ნაცრადა!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen