კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 09:49

 

რევაზ მარგიანს

 

მოგროვდა მთელი ბეჩო, ცხუმარი, 

სამახვშო სკამზე დასვეს სტუმარი...

 

ცოცხალი სიყმაწვილეა 

მულახი, კალა, ხალდე... 

ისევ გუგუნებს „ლილეო“, 

ამაღლებული ცამდე.


გაღმით ჭიხვინებს ულაყი, 

მგონი ბორკილი ადევს... 

აცოცხლებს ჭალა მულახის 

გარდასულ დღეთა ლანდებს...


მისდევდი დალის დალალებს 

კლდეზე ჩამოშლილ ღრუბელს... 

და აი, ცრემლი ალალი 

ჩამოსწყდა სოველ უპეს..


ზის საკარცხულზე მორჭმული მახვში,

გვარიდებს მზერას - ცრემლია თვალში!

გასცქერის თეთნულდს, თეთრად დაფერილს,

თითქოსდა მართლა თეთნულდს გასცქერის...


ფერხულს უვლიან ირგვლივ სვანები, 

შინა ჰყავთ შვილი სათაყვანები; 

ჭაღარა, მაგრამ გულდაუღლელი, 

მსუბუქად მიაქვს ლექსის უღელი.


ლექსია მისთვის კვლავ ელექსირი, 

კვლავაც მხნედაა თავის ლექსივით. 

გასცქერის თეთნულდს, თეთრად დაფერილს,

თითქოსდა მართლა თეთნულდს გასცქერის...


არც საკარცხული, აღარსად მახვში...

ფერდობზე კრავებს აძოვებს ბავშვი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen