|
შუაღამისას, შუაგულ ტყეში, როგორღა გავძლოთ მწყემსის კარავში, როცა ქედები გაშლილან მხრებში და ცის თაბახზე ყრია ბადახში.
(გრძნობა ქორივით წამოგვიქროლებს) და მთვარის შუქზე ვფურცლავთ ესენინს, ედება ცეცხლი სულს და სტრიქონებს.
აწყდება ტყეებს, ვით ნიაღვარი, გადაირეცხა გულიდან ბოღმა, გაჩნდა სიმშვიდე რაღაც სხვაგვარი.
სისხლიან სტრიქონს ატანს დიდებას, და იგი მსხვერპლი ამაოების წამწამზე ცრემლად დაგვეკიდება.
და მისი სევდა ჩვენი გვგონია, და აღარ ვიცით ეს გაორება იდილიაა თუ აგონია.
ქარი აცოცხლებს ტყის მწუხარ ლანდებს... ვიწვით ჩვენ ორნი და ის მესამე, რომელიც სულში სიმღერას ბადებს. |


