|
მოიყვანა მამამ ავტო, უბენზინო და უნავთო; გრძელი არის, ჭრელი არის, საგზაო და სააღმართო.
აბა, ახლა თუ ივარგე, ეს მანქანა უნდა მართო და გაწმინდო, როგორც სარკე!“
გაიძახის: „ეს რა ვნახე!“ ზამთარში რომ ბუხარია, ისე ელავს მისი სახე.
გააკეთა გარაჟი და პატარა მანქანა გარაჟში შეაქანა.
აქეთ-იქით არხია; გაუკეთა ის თვლები, ფარებს რომ ეძახიან.
მეთორმეტე ნომერი... აბა, დედა, ჩქარა „ნუგა“, დაიღალა მშრომელი!
დააჭირა პედალი და გასრისა დედალი. გამოვარდა მამალი, ტირის ყვირის, ყვირის, ტირის: „სად ვიშოვო წამალი,
სად ვიშოვო სახვევი?! აქეთ რომ მოდიოდი, იქით ვერ გადახვედი?“
ხმაურია ძლიერი, აღარ არის საშველი, მოდის მილიციელი...
ცრემლი შეუშრობელი... აბა, ოქმი, ოქმი ჩქარა! რომელია შოფერი?
ჩაერივნენ ყველანი... ოქმს დასჭირდა ერთი დოქი იისფერი მელანი.
ეძახოდნენ: „აქში, აქში“, დედალი კი გააქანეს ჩვენი უბნის აფთიაქში.
მოეტეხა ბოროტ პედალს; მოიტანეს წმინდა ხერხი და მოხერხეს ფეხი დედალს;
ასეც მოხდა მკათათვეში სასამართლო გაიმართა კოჭლი დედლის საქათმეში.
ლაპარაკი ლაპარაკზე, მოითხოვეს აგარაკი: „გაიგზავნოს აგარაკზე“.
უვიცობა აღიარა, დედლისათვის აგარაკი აირჩიოს - სხვა კი არა, -
დაუმზადოს სუფთა ხრეში, აურიოს ქერში ფეტვი და აჭამოს სამჯერ დღეში“.
დედალი და მისი ბუდე... მე კი ოთარს შეცდომისთვის ერთი კვირით გავებუტე... |


