კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 03:43

 

გაივლის ეგ დღეც. მგზავრი ოცნება

ნიავის შურდულს გაეკიდება.

ღამე - გაწვება და გაოცდება,

როს მთით დაუვლის ტკბილი დიდება.


ფოთოლთ შრიალი, ველების გმინვა,

შტოზე შტოების ნელი შეხება,

ელვის ღიმილზე მდინარის ბზინვა,

ხევში აჩრდილთა შემოფეთება.


კლდეზე უნიშნოთ დაშვება ფრთების,

ცასთან ქადილი და საუბარი.

შეკითხვა მთისა, პასუხი მთების,

თანხმობა, იჭვი, რწმენა, უარი...


მეზობელ ყვავილთ, კლდეთა ნაკადი

კითხავს თუ: რატომ დააგვიანეს.

და განთიადიც, შორს დანაბადი

ღამის ბნელ სახეს დააზიანებს.


განიბნევიან მწარე სიზმრები.

და გადმოფანტავს ელვარე ისრებს. 

აენთებიან სანთლებად მთები -

და სასოება კლდეზე მომისწრებს.


გაივლის ეგ დღეც. მგზავრი ოცნება

ნიავის შურდულს გაეკიდება.

ღამე გაწვება - და გაოცდება,

როს მთით დაუვლის ტკბილი დიდება.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen