|
დავგმე, დავაგდე სათნოების ძველი ტაძარი, სადაც ლოცულობს ძველი მონა-ადამიანი. წმინდათა-წმინდას ჯოჯოხეთის კვერთხი დავჰკარი და დავამსხვირე რწმენის ხატი ძვირფას-თვლიანი.
ხალხი რომ ეტრფის, ტრფობის ღირსად არ მიმაჩნია; ვხედავ: ტაძარში ბრბო ცრემლისა ფრქვევით დაცოცავს, მაგრამ მათ კვალზე ბოროტების სისხლი აჩნია...
ცეცხლის ალმურით სიყვარულის მზეს შენაერთი; უარვყავ მადლი, სულის სფერო აშმორებული და თავისუფალს, ჩემს გარეშე არა მყავს ღმერთი!
და აღარ მინდა ჩემს ნებაში სხვა დავამწყვდიო: ქმნა სურვილისა, საკუთარი შრომის უფლება, რომ ჩემი მე ამ ჭაობიდან მაღლა ავსწიო!..
ბროლის სხეულში მსურს ავანთო ცეცხლის ვნებითა, გიჟურ თრთოლაში ანგარება გაქრეს ყოველი, გაქრეს ყოველი და მე აღვზდგე განახლებითა.
სამკვიდრებელათ დამიტოვეთ მე ჯოჯოხეთი და ყოფნის ცაზე უკვდავების ეტლი მცურავი: თავისუფალი, დიდებული, იხილეთ ღმერთი!.. |


