|
ბედმან თბილისს მომაშორა დროებით, სტუმრად მოველ ქართლის ქალაქ გორშია, ვინც გავიცან, ყველას აზრი ავწონე, დანარჩენსაც ვწონავ მე სასწორშია.
ჩემი კვნესა თავის კვნესად უცვნიათ, ზოგი კიდევ პირფერულად მიცინის, ჩემი გლოვა კარგად ვერ გაუცვნიათ.
კაცი სძებნო ასშიდ მხოლოდ ორია, უვარგისი კაცი კი მეჯავრება, როგორც მახმადს ეჯავრება ღორია.
ყველას ავწერ, სანამ მიჭრის თვალები, ვინც ღირსია, ნახშირ მურით გავმურავ, ვინც კაცია, იმას ვენაცვალები. |
| პოეზიის გვერდი • • • |


