კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 01:21

 

მიყვარხარ, გლოცულობ, ჩემი ხატი ხარ,

ოქროსი ვარაყით დასახატი ხარ,

მე მიშვებ მარტოთა, სხვასთან დახტიხარ,

უფრთხილდი მახესა, ისევ ბღარტი ხარ.


მე შენი ქცევითა დიდად მაკვირვებ,

გდარაჯობ ღმერთივით, შენ კი მატირებ,

რა გიყავ ავობა, სიკვდილს მაპირებ,

ჭრილობას მიმატებ, წამალს მაყვირებ.


იცანი გამჩენი, მაღლა ახედე,

ცეცხლის ალში ვარ, ჩემს გულს ჩახედე,

გამასამართლე, კანონს ჩახედე,

შენი მონა ვარ, იეთიმს მამხედე.


ნუ აზდევ ცრუ ენას, თორე წახდები,

ჯერ ბატკანი ხარ, ლომი ნუ ხდები!

ტყვილ ფასს გაძლევენ, ნუ გასაღდები,

მაზანდას შაგიტყვენ, იაფი გახდები.


სიყვარულთანა რისთვის კლოუნობ,

ნუ ჰკარგავ ბულბულსა, ყვავს ნუ პოულობ,

გარდსა ივიწყებ, ჭინჭარს შოულობ,

სტოვებ სიხარულს, ცრემლებს თხოულობ.


ნამარდი ხალხისა ბოლო მწარეა,

სახელის გატეხვა იგივ მკვდარია,

იწამე სინდისი შესაყვარია,

იეთიმ-გურჯისთვის გასახარია.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen