|
(დავით გურამიშვილს)
ნეტავ ლამისყანას კიდევ წამიყვანა წყარო უკვდავების შევსვა სავსე სურით... გულმა ეს ფიქრები თანვე წარიტანა: იქნებ სადმე დარჩა შენი ნაფეხური!
და თვითონ ლექსია შენი ნაკვალევი, ხალხი უსიმღეროდ რა არის, თუ არა უწყლოდ გადამხმარი მიწა ნაგვალევი.
შენ სიტყვას ეს სიბრძნე აღარ უთავდება, ლექსები დაზარდე, ვით ღვიძლი ბავშვები, მზითვად გაატანე ხალხში უკვდავება!
ნაღვლიან სიმღერებს საბნად დაეხურე... თვითონ ლექსი არის შენი გზა და კვალი მაშ რაღად დავეძებ მე შენს ნაფეხურებს! |


