|
როცა ასეთი მშვიდია ღამე, მსურს ამოვარდეს ძლიერი ქარი. არის ამინდი შეუსაბამო, ჩემი ფიქრების ნავსაყუდარი.
მინდა რომ თქეშად მოვიდეს წვიმა. მსურს იცვლებოდეს ამინდიც, რადგან მე დღეს ის არ ვარ, რაც ვიყავ წინათ.
მინდა, რომ სეტყვა მიმტვრევდეს მინას. რა ვუყოთ, ჩემთვის არა აქვს ფასი ღამეს, ბავშვივით მშვიდად თუ სძინავს.
ისე, ვით ჯილდოს, ანდა დიდებას. მე, ისეც მშფოთვარ დღეების პატრონს, ქარიშხლის ფრთებთან შეხლა მინდება.
საკუთარ თავის მიჭირს მე ცნობა. მე ვისმენ ივრის ტალღების შრიალს და ლეონიძის ლექსი მეცნობა. |


