კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 01:20

 

მე ეს სახლები არ მომწონს, არა,

არცა კედლები, არც სახურავი.

მე ეს სახლები არ მომწონს, არა

და ნუ დამძრახავთ, ძმებო, ნურავინ.


მას ყველა მხრიდან კედლები ფარავს

და სულს მიხუთავს მძინავს თუ მღვიძავს.

სოცოცხლედ მიღირს, სიცოცხლედ კმარა,

ვიწვე და თვალით ვუმზერდე მიწას.


თქვით, აბა იმას რა შეედრება,

იწვე, უმზერდე ვარდების ღიმილს.

ან მოუშალეთ ჩემს სახლს კედლები,

ან გაუკეთეთ კედლები მინის.


ყვავილთა ფერი, ბალახთა ფერი,

უცებ, ერთბაშად მოაწყდეს მინებს.

მოაწყდეს, როგორც დიდი სიმღერა,

რომელიც მერე არ დაგაძინებს.


გთხოვთ, მოუხერხოთ სახურავს რამე,

არც კრამიტის მსურს და არცა ისლის.

მსურს, სახლს ეხუროს ცა მოკამკამე,

ან იისფერი ეხუროს ნისლი.


წევხარ? ოცნებით ცად აიჭერი,

აღარ ინატრებ, მერწმუნე, არას,

რა ვქნა, არ მიყვარს სხვაგვარი ჭერი,

არც მიყვარს, რადგან ჩემს წილ ცას მპარავს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen