|
შევკრთი, როს ვნახე წალკოტს მსხდომარე, სად ვარდი შლილა და შვენის არე, სხივთ მოფენილნი უცხოთ ზდილობენ. დავბრუნდი ჭმუნვით, დავშთი მგლომარე.
კეკლუცთა მიმოსვლა სადა, ტკბილად უბნობა სადა; ვით მიუცი-ვარ წვასადა!
მსურს, მინდა ვაქო, მუდამ ბულბული, შეყრობით ვარდთან ხმით დადაგული, ჰყეფს გადაგებით, შლით ვერ ნახული; ღამე მკლავს ოხვრა, დღენი აქვს მწარე.
იასამან ოხრავს მწუხარებითა; ზამბახნი შლილან გარსა კრებითა. მეც ან მიმსურნე, ან გამატარე!
მიმართებს მოვსთქვა ლექსი ამ გვარად: ესდენი ტანჯვა მაკმარე მწყნარად, ბესიკი ერთ მცირედს მეც დამადარე! |


