|
რას ჩაგვაცივდი... ბატონო, აღარ გვსურს გვყავდე პატრონად! შენ იპარპაშო და ჩვენ კი გეყოლოთ მუდამ ყმა-მონად?
გსურს ისევ დაგვაპატარო? გრძნობა დაგვიხშო, დაგვჯაბნო და შენს ჭკუაზე გვატარო?!
რაც ფლანგე ჩვენი ქონება!.. სრული წლოვანი „ბავშვები" კვლავ ვეღარ დაგემონება!
პირნათლად მალე გასწმინდო, ხოლო შემდეგში ჩვენს ზრუნვას დროისით ხელი არიდო! |


