|
ვაგროვებ ყრმობის სიცხიან ბოდვებს, იმ დროის ომებს - უაზროდ ფიცხელს! ვაგროვებ ბედის ცარიელ ბოთლებს და ვადაგასულ აგვისტოს სიცხეს...
გულების სერვის, რაც მისხალ-მისხალ ვზომე და ვთვალე, ვაგროვებ შიშველ მთიების სერვიზს, დოლბანდის ნისლში გახვეულ მთვარეს...
ჩემს ბოლო ქოხთან, ვაგროვებ მტერს და ვაგროვებ მოძმეს, ვაგროვებ - რაც რომ უღმერთოდ მოხდა, ვაგროვებ - რისიც ღმერთია მოწმე...
ტუჩებს და თვალებს, ცრემლებს, მირონად რომელიც ვიცხე... ვაგროვებ ხსოვნის შფოთიან ქალებს, ვით ვადაგასულ აგვისტოს სიცხეს...
თუ დამრჩა ლექსი, ვაგროვებ ზღვა ხალხს - ერთად და გროვად, მათ, ვისაც ჩემგან არ ახსოვთ ხემსი, მათ, ვისაც მართებთ ჩემ გამო გლოვა!
ოცნების ჭერი, ხან მტვრიან ქუდში ეშვება ხურდა... ვაგროვებ - რაც რომ არ იყო ჩემი, ან რაც იყო და ჩემად არ მსურდა...
ამ სიმწრით ნაგროვებ ალაფს, ამ ვადაგასულ აგვისტოს სიცხეს, ვუტოვებ გამხმარ ფოთლების ქალაქს, ვამთავრებ ამ ლექსს… და სიკვდილს ვიწყებ!.. |


