ეს ერთი ღამეც
და გახსენება
თბილი შხამივით
უნდა დავცალო;
ღამე ბერდება
სვენებ-სვენებით
და ფანჯარასთან დილა ბანცალობს...
და ვიდრე სული კიდევ მრთელია
ერთს გავგიჟდები და გავმრთელდები -
მოვყვები დილას ამ უთენია,
მოვალ და...
თავზე დაგათენდები...
ოჩოპინტრე
გაგაგა
ფდფდფ
ოჩოპინდრე
მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა