|
დედამოკაზე ღამე დახრილა და ლაგამს ტკვერავს ჩემი იაბო. მთაზე ციხეა თვალებდათხრილი და სათოფურზე მთვარე კიაფობს.
დამრჩება ტრფობის მწვანე ნაპირთან, აქ გაბურძგვნილი დევი მთვრალივით ამიხირდება ძველი ზღაპრიდან.
მოველ წინაპართ წმინდა საფარში, ვაითუ, დევმაც გულში არ დამჭრას და შეიბრუნოს პირი ზღაპარში...
და ყრმობის შხამით სავსე ფიალა, მოდი მსაჯულად, მოდი ძალიან, შუქად მოდი და მოდი მთლიანად...
რომ ეს სიზმარიც ლექსად მიამბო... ... დედამოკაზე ღამე დახრილა და ლაგამს ტკვერავს ჩემი იაბო... |


