|
გზებს მკრთალი შუქი ეფინა, შორს იყავი და მციოდა, ვფურცლავდი ყვითელ ბარათებს, ფიქრში ცრემლები მტკიოდა, შენი ხმა მესიზმრებოდა, მზე ნაღვლიანად სხიოდა, მდინარე მონატრებულსა ჭალებზე გადადიოდა...
და ფერმმკრთალობა სუროთა; ვით წყარო მაცოცხლებელი, შენი სიმღერა მწყუროდა.
ბედი თავის დარდს ჩიოდა. ცის ნაპირებზე გეძებდი, მზე ნაღვლიანად სხიოდა, შენს სითბოს დანატრებული ჩრდილი გულისა მტკიოდა. |


