კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 18:57

 

უსიყვარულოდ ვინა თქვა

ფიქრის და ლოცვის ძალაო,

ან-ბედნიერი ვენახი

და სხივოსანი ყანაო,

ან-წყაროების გალობა,

ქვის სითბო, ძუძუს ღალაო,

ან-ოქრომკედის სართველად

დაბრუნებული ჯარაო,

ან-სამარეში ნათქვამი:

“სულ მანდ მენახე, ქალაო.”


უსიყვარულოდ ვინა თქვა

სიმთა და სხივთა წკრიალი,

ან-ვარსკვლავების დობილი

ფრინველი, ღმერთის ხმიანი,

ან-ჰორიზონტზე ელვისგან

დაჭრილი ალვის შრიალი,

ან-ზამთრის შუაღამეში

იის თვალები, მზიანი,

ან კიდევ-ზესკნელ-ქვესკნელში

სამოთხის ფერთა ბრიალი.


უსიყვარულოდ ვინა თქვა

კლდეზე ბიბინი იფქლისა,

სიკვდილ-სიცოცხლის ნათება,

უცნაურობა იღბლისა,

ან-ქარიშხალში ტარება

მარადიული ტვირთისა,

ან-სასწაული უებრო,

საუნჯე ყველა დღისთვისა-

ცამყარის მამშვენებელი

ფერისცვალება სიტყვისა.


უსიყვარულოდ ვინა თქვა

უსასრულობა გზებისა,

ან-სიღრმეები სივრცისა

და სილამაზე ზღვებისა,

ან-ყვავილობა გულისა

და სიმსუბუქე ფრთებისა,

ან-ამაღლება დროშისა

და სინანული მტრებისა,

ან-მწვერვალებზე მბრწყინავი

სანთლები უკვდავებისა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen