კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 23:26

 

მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი

 

მე ვდგავარ ლოცვად; სად არის მრევლი?.. 

შემოღამების ღაღადისი მიწყნარდა ტაძრად... 

აქ სასიმღეროდ ხმობდნენ მხევლები 

და ცათა მიმართ სათნოებად მიიკმეოდა 

კვამლის ღრუბლებად დახვეული აღსაკმევლები.


აწ კივის ჰყვედრი... ნგრეულა ვანი, 

წყალში ლივლივებს ლიბო სახლისა, 

დადის სიკვდილი - უნდო და ფიცხელ... 

მზემ სასოება მოგინაკლისა, 

თუ სიხარული გაფრინდა ცისკენ?..


გამოვედ მზისკენ, დააგდე სორო, 

მოეც ნაყოფი სიკეთის მარცვლით, 

ძეო კაცისა, - უხანო მძორო, 

ამძუვნებულო ვნებათა ღვარძლით!


ვიწროა ქოხი? - ღმერთია მაღლით, 

ასწორებს დისკო ქოხსა და ციხეს... 

სურვილის ტყვე ხარ, მეტყველებ ბაგით, 

გარნა ზნეობით პირუტყვად იქეც.


ჟამით ლიზღობ და ჟამად იურვი, 

ძალი უბოძე რომელმან ძალვას, 

რომელმან ბოროტება არჩიე კრძალვას, 

ხვეჭე ცოდვის პური, განძი მოიხვეჭე... 

გარნა ვინ ჰპოვოს ნეტარება 

მარადიული მზისა ამის ქვეშე?..


- მზე გარდახდების, წარმავალ წარვალს, 

კვლა - მომავალიც მოვალს და წარვალს.


მზე გარდახდების... მიდგები შენაც, 

ძალი მიმდგარა სადაც ძლეული, 

ყრუდ ეწირება წამების დენას 

წამის ყოფა თუ ათასწლეული.


ჰა, ლოფორთქინა... აღახვენ თვალნი, 

ვაჲ, შებილწულო სისხლო და ხორცო: 

იყო, რა იყო? - წაშლილა კვალი, 

ბრწყინავს ეწერში ბინძური ლორწო.


თვლემდა უჩუმრად, არჩევდა სარჩოს, 

მზეს თუ მიენდო, ანუ სჯეროდა 

ცისა და მიწის... მსაჯულმან საჯოს 

ესევითარი განუსჯელობა...   


...მე კვლავ მუნ ვდგავარ, - აღსავლის კარად, 

ჰოი, მოიღე რამე ნიშატი, 

ცას - სასოებად, სიკეთეს - ფარად, 

მზეს სიხარულად მოგვინიშნავდი.


გესავ, გევლები, გენუკვი მყოვარ, - 

ლაფში მოთხვრილნი დავალთ მღილები, 

დავიხშობ ხმას და უსიტყვოდ მოვალ, 

ბაგემდუმრიად გაგემხილები.


და ძრწოლვით გარქმევ - შევბილწეთ რარიგ, 

ვით არ დავამხეთ წმინდა კედელი: 

ძირს ქვესკნელია, ღრუბლებში - მარიხ, 

წინ - სამუდამო წარსაწყმედელი.


მძიმეა, მძიმე, მიგების ტვირთი, 

საბედისწერო - სიმრუდე გზათა... 

სად ხმობ, სად დაძრწი, საითკენ ილტვი, 

გადმოხვეწილო საიდან სადა!..


ვის ემუქრები: ჩაქრა სანთელი... 

რას მოგძახიან ბნელში ლანდები, - 

ამაოება მოგელის ბოლოდ, 

რამეთუ ხორცის ზეციური შარავანდედი 

სულისმიერი ნიჭია მხოლოდ.


სული მზე არის, გასცქერის ცარგვალს, 

მზეს ეზავება - მზისად მლოცველი, 

ხორცი მოვალს და მტვერივით წარვალს - 

წარმავალი და წარსახოცველი.


მარქვი, რად ბორგავ, რუდუნებ მაინც, 

სად მიგაქროლებს უნდო ფიქრები, 

გარნა ისა ხარ, იყავი რაიც, 

რაიც იყავი, იგივ იქნები:


აღმოუტევებ სინათლეს მზისას, 

- ცისკენ ილტვიან მიწყივ სულები, 

შენ, მიწიერი, მიმართავ მიწას, 

კვლავ მიწიერად აღესრულები...


მძიმეა, მძიმე, მიგების ტვირთი, 

საბედისწერო - სიმრუდე გზათა, 

სად ხმობ, სად დაძრწი, საითკენ ილტვი, 

გადმოხვეწილო საიდან სადა...


ძირს ძნიად დახვალ, მიელტვი მზეს და 

გწადს, ლაჟვარდების მიჯნას მიადგე? 

- შეუვალია, მწვალებელო, საუფლო ზესთა, 

დუმს შორეული მეხვაშიადე...


მე კი მოგძახი, გენუკვი, გესმას: 

გეჰენიაში გმინავენ დაბლა, 

სამარადისოდ მიუგდე ეშმას 

ფარისევლობით ნაკურთხი ტაბლა.


თორემ მზე მიდრკეს, ჟამი განლიოთ, 

ბოლოს დაცხრებით ზმით და ქადებით, 

მიდგებით მუნ და სალიტანიოდ 

ყრუ სიმძიმილით განემზადებით...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen