კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 07:13

 

რად მორთულხარ შავად, ჩემო დედაო?

რად დამტირი ცხარედ საფლავზედაო?

მიწაში ვარ, თვალით ვეღარ მხედავო,

ქვა და ლოდი მაფარია ზედაო.


გახსოვს დედავ, მინახავდი ფრთხილადა,

აკვანშიაც მიმღეროდი ტკბილადა,

მამულისთვის გავზრდილიყავ შვილადა,

რომ გენახე მე ვაჟკაცი გმირადა.


ბევრჯერ ხელი შეგიშალე ლხინშია,

ბევრი ლუკმა გაგიმწარე პირშია,

ბევრჯერ დედავ, შეგაწუხე ძილშია,

მაგრამ შენ კი მფარველობდი ჭირშია


ეხლა მნახე, დედი, თუ რა დღეში ვარ,

მომწყვდეული ცივსა სამარეში ვარ,

ოდეს კაცი, ახლა მხოლოდ ლეში ვარ

და სიკვდილის მოციქულთა ხელში ვარ.


შენი შრომა სულ ამაოდ წავიდა,

შენი ნანა ბოლოს ცრემლზე დავიდა,

შენი შვილი მორჩა, მიწას ჩავიდა,

მარტო იეთიმ გურჯის სიმღერა მინდა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen