|
გაზაფხულია, ფეთქავს ყვავილი, ქუჩებს ნიავი ეალერსება. შეფოთლილ ხესთან როცა ჩავივლი, მე სიხარულით გული მევსება.
და მთა-გორები მზეს უცინიან; კლდიდან გადმომსკდარ ანკარა წყაროს რამდენი დღეა არ უძინია.
ოცნებასავით ყვავილებს შლიან. ულექსოდ როგორ გავუძლო აბა ჭადრების მწვანე ფოთლების შრიალს.
ოქროს სხივებით პირს რომ იბანდნენ, ველზე ბრწყინავენ მარგალიტები, დილამ ჩამოხსნა ზეცას პირბადე. |


