კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 18:12

 

დაკოჟრილ ხელში სავსე კალათი, 

კართან დგას ჩემი ვეება მამა.. 

ვაზის სურნელი უდის ხალათზე, 

მოუძღვის სოფლის მაძღარი გამა.


დავჩერებივარ კოჟრიან ხელებს,

და მამას რომ ვერ ვუსწორებ თვალებს, 

მხოლოდ იმიტომ, თვალთაგან ღელე

არ დამცდეს და არ ვაგემო მწარე.


გადმოიშალა დიდი კალათა,

აბზინდა ჩემი სოფლის ბარაქა... 

ნათელი მწუხრი - დედის ბარათი 

და სათნოება ალაპარაკდა.


მამა კი დგას და დაღალულ მზერას 

ავლებს კარადებს, ჭერს და სურათებს. 

ამ ღამეს ლოგინს დავუგებ ფერადს

და სოფლის სუნთქვას მივაყურადებ.


ახლა კი დავცქერ მის ნაჯაფ ხელებს 

და თუ ვერასგზით ვუსწორებ თვალებს, 

მხოლოდ იმიტომ, თვალთაგან ღელე 

არ წამცდეს და არ ვაგემო მწარე.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen