კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 19:15

 

 

განაპირას სოფლის,

მთის ფერდობზე მარტოს,

ქარი ტირის მოთქმით,

მამის საფლავს ათოვს,


თეთრი ზეწრით თალხად,

შავ მიწაყრილს, ფართოს,

ფიფქი მამის საფლავს,

გვირილებად ათოვს,


სევდა მიპყრობს მწველი,

თეთრი თოვლი როცა,

სპეტაკ სამოსელით,

ძვალშესალაგს მოსავს,


ცივი თოვლი, სველი,

უსიამოდ მზარავს,

თვალზე ცრემლი ცხელი,

მებჯინება ჯარად,


ეს ფარფატი ფიფქის,

გულზე მაწევს ტყვიად,

და პირველ თოვლს ფიქრის

აცრემლება ჰქვია,


მთის ფერდობზე,მაღლა,

მტკაველ მიწის ფართობს,

ათოვს მამის საფლავს...

ჩემი დარდი ათოვს...


ათოვს მამის საფლავს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen