კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 20:56

 

სიტყვას, რომლისაგანაც იწარმოება ახალი სიტყვა,  ძ ი რ ე უ ლ ი  სიტყვა ჰქვია, მისგან ნაწარმოებ სიტყვას -  წ ა რ მ ო ქ მ ნ ი ლ ი.  მაგალითად, ქუდ-ი ძირეული სიტყვაა,  უ ქ უ დ ო,  ქ უ დ ი ა ნ ი,  ს ა ქ უ დე,  ქ უ დ ო ს ა ნ ი, მ ე ქ უ დ ე  - წარმოქმნილი.

ახალი სიტყვა შეიძლება წარმოიქმნას წარმოქმნილი სიტყვისაგანაც. მაგალითად,  გ უ ლ ი  ძირეული სიტყვაა,  გ უ ლ ა დ ი  მისგან წარმოქმნილი, ხოლო ამ უკანასკნელისაგან არის ნაწარმოები  გ უ ლ ა დ ო ბ ა (გული → გულადი → გულადობა).

წარმოქმნისას ძირეული სიტყვის ხმოვანი შეიძლება ამოვარდეს, მაგალითად: ქვა → ქვ-იანი, ძმა → ძმ-ური, მგელი → მგლ-ური, ირემ-ი → სა-ირმ-ე, ურემ-ი → მე-ურმ-ე, სოფელ-ი → სოფლ-ელი.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რომელი სიტყვაა ძირეული და რომელი - წარმოქმნილი. წარმომქმნელი აფიქსები გამოყავით და დაასახელეთ.


1. ძმობა, საძმო, მოძმე, ძმური, ძმა, უძმო.

2. ხუთი, მეხუთე, ხუთეული, ხუთოსანი, მეხუთედი, ხუთიანი.

3. ძირი, ძირიანი, უძირო, საძირე.

4. ნავი, მენავე, ნავიანი, ნაოსნობა.


სავარჯიშო 2. ქვემოთ მოყვანილი სიტყვებისაგან აწარმოეთ ახალი სიტყვები: მზე, ოსი, შვილი, ოთხი, გზა, ფუტკარი, ბავშვი.


სავარჯიშო 8. გადაიწერეთ მაგალითები. დაყოფით დაბეჭდილ სიტყვათაგან ძირეულს ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, წარმოქმნილს - ორი. წარმომქმნელი აფიქსები გამოყავით დეფისით.

ა) 1 უ რ ე მ ი ჭიშკართან გაჩერდა (იოს.).

2. მეომარნი გამწკრივდნენ  ს ა უ რ მ ე  გზაზე. (ლომ.).

3. სადღაც  მ ე უ რ მ ი ს  უ მ უ ლ ი  ისმოდა. (მრევლ.). `

ბ) 1. სხვა სხვის  ო მ შ ი  ბრძენიაო. (ანდ.).

2. მ ე ო მ ა რ ნ ი  გამწკრივდნენ... საურმე გზაზე. (ლომ.).

3. რიხიანად აგუგუნდა ს ა ო მ ა რ ი  სიმღერა... (ბარნ.).

გ) 1. ოქროს  თ ე ვ ზ ი  ცახცახებდა. (არ. სულაკ.).

2. მ ე თ ე ვ ზ ე  გათენებისას დაბრუნდა. (არ. სულაკ.).

3. პატარაობისას  თ ე ვ ზ ა ო ბ ა  ძლიერ მიყვარდა. (გოგ.).

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen