კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 05:13

 

ქუთაისის ქუჩებს ახსოვს

შემოდგომა ზღაპრული,

მოდის ილო ფოტოგრაფი

თავის ზრდილი ქართულით.


საფიჩხია, ბალახვანი

და რიონში კისრული,

ბაღის კიდეს ვერვინ იყო 

შენზე ადრე მისული.


ებრაული ღვთის კურთხევა,

კიდუში და ბოღლიწო,

თავზე ფესკა, ხელში ჭიქა,

განთიადმაც მოგისწრო.


ადონაი, ღმერთის სიტყვა, 

ამინ ღმერთის ხსენება,

შენ იცოდი სხვებზე კარგად

მარტომ ღამის თენება.


ციცქნა ჩიტის გამოფრენა

ფიქრი თეთრი ხიდივით,

ახლა ჩვენსკენ იყურები

და თვალს გვიკრავ ღიმილით.


დგახარ, მართლა ძეგლად დგახარ

დღეს კაცობის დარაჯად, 

სხვა რომ ხდიდა ჯარისკაცებს 

შენ აცმევდი ფარაჯას.


წავალ, ახლა დილით მოვალ,

თავს ავიწყვეტ ნაბამი,

რომ მომიყვე ქუთაისის

ღამეული ამბავი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen