კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 16:21

 

შავი ყავა და თეთრი გედები,

თეთრი ვარდები, თეთრი პეპლები,

ცას განთიადის ალი ედება,

იწვის უკვამლოდ და იფერფლება.


ბათუმი - პორტში გემის შემოსვლა,

მეზღვაურები, მიწა და ქალი,

ქუჩები დილის შუქმა შემოსა 

და წაუკიდა ლოყაზე ალი.


ბათუმი, მის ცას ჩემი თაყვანი,

ვიდრე მზე ტალღებს ჩაეკონება...

ბათუმი - ჩემი მწვანე აკვანი,

და სიყვარულის ზეშთაგონება.


სანაპიროზე ქალი ლამაზი,

მაღალ მუხლებით,

თეთრი წვივებით...

ბათუმი, მე რომ სული ამივსო,

თბილი თოვლით და თბილი წვიმებით.


ბათუმი - ჩემი სულის სავანე,

პორტში გემი და გემზე ალამი,

ბევრი გზები და ბევრი სავალი,

და გზებზე ბევრი იასამანი.


ბათუმი, მისი ცა მიამიტი 

რაღაც ჯადო და რაღაც თილისმა,

მე ცოცხალი ვარ ქვეყნად იმიტომ,

რომ სიყვარულმა მომკლას იმისმა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen