|
ფიქრებს ართულებენ წვიმები ხშირი, დანახშირებულ სივრცეს კვებავენ, და ზღვაში, როგორც თავის წიაღში, დგანან გემები ზვარაკებივით.
ტვირთავენ გემებს და მარტოოდენ მეზღვაურები მძიმედ და რწევით ნაწვიმარ გზებზე დააბოტებენ.
იშმუშნებიან, თანაც ჯავრობენ, როცა ხმაურით ჯმუხი კაცები ნავებიდან წყლებს ხაპავენ ჯამებით.
მძიმდება, როგორც ხელში განტელი, და დგება ყავის და სასაუბრო ამინდი წვიმით, ნისლით და ტენით.
(თითქოს ზღვამ ჯავრი ამოიყარა), მეთევზეები სხედან კაფეში, ლაზღანდარობენ და ხვრეპენ ყავას. |


