კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 21:15

 

კენჭებს ბათუმის გზებზე ვალაგებ,

პალმების შრიალს ბოლო არ უჩანს

და სიყვარულით სავსე ქალაქი

სანაპიროზე ცდილობს გარუჯვას...


აქ ქალთევზებმა სივრცე მონიშნეს,

სხივი მოირგეს მკერდის პირამდე,

გემიც დაიძრა ჰორიზონტისკენ,

რომ ზღვის წვეთივით გაუჩინარდეს...


გადააფრინდა თოლია ტალღას,

მის გულდიდობას არა აქვს ბოლო

და მზე მიიწევს ყველაზე მაღლა

რომ ჩიტისხელა გამოჩდეს მხოლოდ...


კენჭებს ბათუმის გზებზე ვალაგებ,

პალმების შრიალს ბოლო არ უჩანს

და სიყვარულით სავსე ქალაქი,

სანაპიროზე ცდილობს გარუჯვას...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen