|
ბათუმი... ზღვა და ბევრი მუშტარი და თეთრი ქალის ხელში ნიჟარა, ვიღაცას გული გადავუშალე, ვიღაცამ გული გადამიშალა.
ბევრი კარგი ნაცნობი, თითქოს ეხილოთ ძმა საკუთარი, ბათუმი... ჩემი ყმაწვილკაცობის და სიყვარულის ნავსაყუდარი.
მთების ფერი მიმქრალი, შორეთში დაღლილ მზის ჩასვენება, შორს გაფრენილი ჩუმი ფიქრები, სხვა დღის, სხვა დროის, სხვის გახსენება.
და ჩემი მზერა გაფიცხებული. გემბანზე ქალი თეთრი არშიით, თეთრი ღიმილით გაცისკრებული.
და ლურჯ თვალებში ნისლი ჩაღვრილი. ეს ყველაფერი დამრჩა გადაღმა და ჩემივ გულის მესმის ძახილი.
ზღვა და ქალი-შროშანი და დალალები ოქროს თავთავი... ეს ყველაფერი ახლა შორს არის და მიკვირს, მაშინ რომ არ გავთავდი.
ტრფობა, ზღვა და ნიჟარა და მზე - ამ ზღვაში ოქროს ბეჭედი. ვიღაცამ გული მთხოვა იმჟამად და წამოველ და... ვეღარ შევჩერდი. |


