კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 02:14

 

 

წავუთალე ფანქრებს წვერი,

ხატვა სულ არაა ძნელი!

მწვანე ბალახში კუ ღოღავს მწვანე ბაკნით,

მწვანე ბაყაყასაც დავხატავ მწვანე ფანქრით.


ფოთლებს, ბალახებს, ტყესა და მწვანე მინდორს.

ხომ შეიძლება, მანქანაც მწვანე იყოს?

უცებ  წატყდა მწვანეს  წვერი,

წითელ ფანქარს  ვტაცე ხელი.


წითელი  ვაშლი წითელ სოკოსთან ჩახტა.

წითელი კაბით აქ წითელქუდაც გაჩნდა. 

წითელ ბოტებს და წითელ ქოლგასაც ვხატავ,

შორს წითელ სახლს და  სახლზე ერთ წითელ კატას.


უცებ  წატყდა წითელს  წვერი,

ცისფერ ფანქარს ვტაცე ხელი.

ცისფერ ცას ვაჩენ, ზღვასა და ცისფერ გემებს,

ცისფერ ლოლუებს,  ცისფერ ფიფქებს და ბელებს.


მაგრამ ცა და ზღვა ფანქრის წვერს უცებ გალევს,

ამდენ წყალს ციცქნა  საშლელი როგორ დალევს?

უცებ  წატყდა ცისფერს  წვერი,

ყვითელ  ფანქარს  ვტაცე ხელი.


მზე ამოვიდა ფურცლის კუთხიდან, დიდი, 

ყვითელი თხილით ფუღუროს ავსებს ციყვი.

ქარში მიფრინავს სადღაც  ყვითელი ფრანი. 

მთვარეც დავხატე,  რომ  არ ვეძებო ღამით.


ისევ დავთალე ფანქრები.

ცისარტყელებიც ვხატე.

რა ლამაზია, ნახე!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen