|
ისევ ისე წავლენ წყლები, ისევ ისე წავა წლები, სალუქის წყალს ხევსურეთში ისევ ისე წავაწყდებით.
წყაროს წყალი სათვალიო გინდ არც იყო სამწყურვალო, ვერ გადადებ სახვალიოდ.
გზაზე ჩვენი გადამკიდე. მაგრამ ისევ თეთრ წისქვილებს შევეყრებით განა კიდევ!
და მზის ფერებს სად წაუვალთ, ასჯერ ნანახ სილამაზეს შევიცხადებთ სასწაულად.
დასაგები კიდეგანად, დიდ სიხარულს ვიწრო გზებზე წავაწყდებით კიდევ განა?
ისევ ისე წავლენ წყლები, ხევსურეთის თეთრა ჩქერებს განა ისევ წავაწყდებით! |


