კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 20:54

 

ისე, ვით ბავშვის ხელის ფათური

მიყვარს, როს ტალღა ეხება სახეს.

ზღვის ხმაურს ისმენს ახლა ბათუმი,

მაგნოლიებსაც ზღვის ქარი არხევს.


თოლია თეთრი ფრთების ფათქუნით

მზეს ეფერება, არ ნატრობს ჩეროს.

ზღვის ასულია ჩვენი ბათუმი,

ცა წუხს - მიწამ მთლად არ დაიჩემოს.


შევყურებ მიწას ცვრიანს, ნამიანს,

ბათუმს ხომ გული მის მკერდზე უცემს.

ზღვა მისი ლურჯი მოსასხამია,

ქარში რომ იცის შრიალი უცებ.


სინდისის ქეჯნას არ გრძნობს სრულიად,

როგორც შეხედავთ, შეატყობთ იმ წამს.

დიახ, ბათუმი ცის ასულია,

მოუტაცია რომელიც მიწას.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen